weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დროა საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა დასრულდეს – პრემიერი

16:13 პარასკევი, 02 თებერვალი 2018

დროა, საქართველოში დავასრულოთ შავი ჯიპების ეპოქა იმიტომ, რომ ყველას აღიზიანებს, მათ შორის, მეც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ავტოპარკში არსებული ავტომანქანების ფერი უნდა შეიცვალოს და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლდეს.

გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის 96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანის გადმოცემას გამოეხმაურა.

„მინდა მივმართო მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მე მგონია, დროა, საქართველოში დავასრულოთ შავი ჯიპების ეპოქა იმიტომ, რომ ყველას აღიზიანებს, მათ შორის, არ დაგიმალავთ და მეც. ეს არის რაღაც გარკვეულად დამკვიდრებული პრაქტიკა. ვფიქრობ, როდესაც საუბარი იქნება პარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი ვთქვათ. დროა, გადავიდეთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ჩავანაცვლოთ პირველ რიგში, მინისტრების დონეზე, მაგრამ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთლიანად ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხებათ ეს, მათ შორის, ძალოვან უწყებებსაც.

არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი ჯიპით უნდა იაროს თუნდაც სამართალდამცველმა. ამიტომ ეს დაიწყება მინისტრებისგან, მაგრამ თანდათან ყველგან გავრცელდება.

არა მგონია, რომ უსაფრთხოების კუთხით კომპრომისს უკავშირდებოდეს სხვა ფერის მანქანით მოძრაობა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს საპილოტე ნაბიჯი, რომელიც შსს-ში განვახორციელეთ და ეს დიდი საჩუქარი იყო იაპონიის მთავრობისგან, თანდათან მთელ მთავრობაში მივიღოთ იგივე სტანდარტი და უარი ვთქვათ შავი, დაბურული ჯიპებით სიარულზე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ინიციატივის განხორციელებას დრო სჭირდება, რადგან დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]