weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან აშშ-ის მიერ დაგმობილი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

11:12 სამშაბათი, 06 თებერვალი 2018

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა, რომელიც ე.წ. რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლას ითვალისწინებს.

რატიფიკაციის შემდეგ დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეთანხმება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის მოსკოვში 2017 წლის 31 მარტს გაფორმდა, მიმდინარე წლის 24 იანვარს კი რუსეთის დუმამ მისი რატიფიცირება მოახდინა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ არ აღიარებს ამ ე.წ. ალიანსის ლეგიტიმურობას, რომელიც არ წარმოადგენს ვალიდურ საერთაშორისო შეთანხმებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]