weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთსა და დონალდ ტრამპს შორის კავშირებს FBI-ის ყოფილი უფროსი გამოიძიებს

11:29 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიებისთვის სპეციალური პროკურორი დანიშნა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ამ საქმეს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი უფროსი რობერტ მიულერი გამოიძიებს.

მიულერი FBI-ს 2001-2013 წლებში ხელმძღვანელობდა. სპეციალური პროკურორის დანიშვნის მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 10 მაისს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა FBI-ს ხელმძღვანელი ჯეიმს კომი. სწორედ კომი იძიებდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩევლის მაიკლ ფინის რუსეთთან კავშირებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. კომის გათავისუფლების გამო ოპოზიციამ დონალდ ტრამპი გამოძიებისთვის ხელშეშლაში დაადანაშაულა, თუმცა თეთრი სახლში განაცხადეს, რომ კომის გათავისუფლება ამ საქმესთან დაკავშირებული არ არის.

ტრამპის განცხადებით, ახალი გამოძიება დაადგენს „იმას, რაც უკვე ყველამ იცის, რომ მის წინასაარჩევნო კამპანიასა და უცხო სახელმწიფოს შორის ფარული კავშრები არ ყოფილა“.

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი ტრამპის სასარგებლოდ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]