weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მიხეილ სააკაშვილი ანგელა მერკელს და ევროკავშირს დახმარებას სთხოვს

12:18 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018

უკრაინის ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გუშინ უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და ევროკავშირს დახმარების თხოვნით მიმართავს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, სააკაშვილმა ამის შესახებ გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში აღნიშნა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ქვეყანას ანგრევს და ევროკავშირმა ზომები უნდა მიიღოს.

„კიევში, კაფეში თავს დამესხნენ ნიღბიანი მამაკაცები, მათ გამიტაცეს, მემუქრებოდნენ და კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გადმომიყვანეს. ამ ნაბიჯის უკან დგას უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. თუ ევროკავშირი, კერძოდ კი ანგელა მერკელი არანაირ ზომას არ მიიღებს, უკრაინა კრახს განიცდის. პოროშენკო ამ ქვეყანას ანგრევს და სურს ჩემგან გათავისუფლება, რადგან მე კორუფციას ვამხელ“, - აცხადებს სააკაშვილი Bild-თან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირობას დებს, რომ „ბრძოლაში გაიმარჯვებს“ და უკრაინაში კანონიერი გზით დაბრუნდება.

მიხეილ სააკაშვილი კიევიდან პოლონეთში 12 თებერვალს დააბრუნებს. როგორც ცნობილია, დღეს ის ვარშავაში პრესკონფერენციას გამართავს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]