weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა

21:24 ორშაბათი, 12 თებერვალი 2018

უკრაინის ოპოზიციური პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე საათის წინ კიევში, ქართულ რესტორანში დააკავეს, პოლონეთშია გაძევებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, განხორციელდა არა დეპორტაციის, არამედ რეადმისიის პროცედურა და სააკაშვილი იმ ქვეყანაში დააბრუნეს, საიდანაც უკრაინაში უკანონოდ შევიდა.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში ადასტურებენ, რომ უკრაინის განცხადების საფუძველზე სააკაშვილი მიიღეს.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის მეუღლე, უკრაინული მხარის მოთხოვნა დადებითად გადაწყდა“, - ციტირებს პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებას „უკრაინსკაია პრავდა“.

მიხეილ სააკაშვილი დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე, კიევში, ქართულ რესტორან „სულუგუნიში“ დააკავეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება სააკაშვილის დეპორტაციას აპირებდა, თუმცა უცნობი იყო, ევროკავშირის რომელ ქვეყანაში. მოგვიანებით, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გააძევს.

უკრაინაში სააკაშვილი პირველად 2017 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. მას დანაშაულებრივი ჯგუფის დახმარება და მისი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა ედება ბრალად. 26 იანვარს კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა შეუფარდა, რომლის ვადაც 6 თებერვალს ამოიწურა.

5 თებერვალს კიევის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სარჩელი სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ და კანონიერად ცნო ამ უწყების გადაწყვეტილება, მისთვის თავშესაფრის მიცემაზე უარის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს მოქალაქე აღარ არის, უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩამოართვა. საქართველოს პროკურატურა სამშობლოში მის ექსტრადიციას ითხოვს. ქართულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო პრეზიდენტობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]