weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბორჯომის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო

16:10 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018
ბორჯომის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ახალი საშტატო ნუსხა და ხელფასების ოდენობა უნდა განეხილათ, კვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო. სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, საკრებულოს 28 წევრიდან მხოლოდ 14 გამოცხადდა, სხდომის ჩასატარებლად კი მინიმუმ 15 წევრის დასწრება იყო საჭირო.

რიგგარეშე სხდომა დღეს, 12:00 საათზე იყო ჩანიშნული. საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის განმარტებით, დეპუტატმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ფირან გოგიჩაიშვილმა სხდომაზე მისვლა ვერ შეძლო. ის საკრებულოში 17:00 საათზე მივა, რის შემდეგაც სხდომის განახლებაა დაგეგმილი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები საკრებულოს სხდომებზე არ ცხადდებიან, ოპოზიცია კი მერიას საშტატო ნუსხასა და ხელფასების გაზრდილ ოდენობას არ უმტკიცებს, რის გამოც მერიის 125 თანამშრომელი ხელფასს ვერ იღებს.

მერიის ახალი საშტატო ნუსხა, რომელიც თანამდებობის პირებისთვის ხელფასის მატებას ითვალისწინებდა, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 18 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე არ დაამტკიცეს. ახალი საშტატო ნუსხა მერიამ საკრებულოს იანვრის ბოლოს განმეორებით გადაუგზავნა. საკრებულომ სხდომა 31 იანვარს დანიშნა, თუმცა კვორუმი ვერ შედგა და სხდომა მეორე დღისთვის გადაიდო. კვორუმის არარსებობის გამო ჩავარდა 1 თებერვლის სხდომაც.

ბორჯომის საკრებულო ერთადერთი საკრებულოა საქართველოს მასშტაბით, სადაც უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების წევრებს აქვთ. საკრებულოს 28 დეპუტატიდან 13 „ქართულ ოცნებას“, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. მათ შორის, 11 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, 2 - „ნაციონალური მოძრაობის“, თითო-თითო კი „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები არიან.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]