weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბორჯომში მერიის 125 თანამშრომელი ხელფასს ვერ იღებს

16:04 ორშაბათი, 12 თებერვალი 2018
ბორჯომში მერიის 125 თანამშრომელი ხელფასს ვერ იღებს ფოტო © პირველი არხი

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ბორჯომის საკრებულოს სხდომებზე არ ცხადდებიან, ოპოზიცია კი მერიას საშტატო ნუსხასა და ხელფასების გაზრდილ ოდენობას არ უმტკიცებს, რის გამოც მერიის 125 საჯარო მოსამსახურეს იანვარში ხელფასი რ აუღია. ამ ინფორმაციას ვებგვერდი droa.ge ავრცელებს. 

ბორჯომის საკრებულოს პირველივე სხდომაზე ყველა თანამდებობა ოპოზიციიდან არჩეულმა დეპუტატებმა დაიკავეს, რის გამოც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდნენ და საკრებულოს არცერთ სხდომას აღარ დასწრებიან. 

2018 წლის 18 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ კვლავ არ ესწრებოდა, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არ დაამტკიცეს მერიის ახალი საშტატო ნუსხა, რომელიც თანამდებობის პირებისთვის ხელფასის მატებას ითვალისწინებდა. 

ბორჯომის მერის ლევან ლიპარტიას მიერ წარდგენილი პროექტი ხელფასის შემდეგი ოდენობით განსაზღვრას ითვალისწინებდა: მუნიციპალიტეტის მერი - 3450 ლარი, მერის პირველი მოადგილე - 2 400 ლარი, მერის მოადგილე- 2 300 ლარი, ხოლო სამსახურების უფროსები - 2000 ლარი. 

საკრებულომ საშტატო ნუსხას მხარი არ დაუჭირა და ისევ ძველი, - 2017 წლის საშტატო ნუსხა დატოვა ძალაში, რომლითაც მერის თანამდებობრივი სარგო 2650 ლარია, მისი მოადგილეებისა - 2000 ლარი, სამსახურის უფროსებისა კი 1550 ლარი. 

ახალი საშტატო ნუსხა მერიამ საკრებულოს იანვრის ბოლოს განმეორებით გადაუგზავნა. საკრებულომ სხდომა 31 იანვარს დანიშნა, თუმცა კვორუმი ვერ შედგა და სხდომა მეორე დღისთვის გადაიდო. 1 თებერვალს დანიშნული სხდომა კვლავ კვორუმის არარსებობის გამო ჩავარდა. სხდომების ჩაშლის გამო, ბორჯომის მერიაში დასაქმებულმა 125-მა მოსამსახურემ იანვრის ხელფასი ვერ ა. 

„რიგით თანამშრომლებს მოუმატონ ხელფასი 300 და 400 ლარით, თუ უნდათ, მაგრამ სამსახურის უფროსს რომ 1550 ლარი აქვს ხელფასი და უნდათ, რომ 2200 ლარი გაუხდეთ, ამას მხარს არდავუჭერთ“, – ამბობს droa.ge-სთან საუბარში საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია. 

ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ 1 იანვრის შემდეგ ის საშტატო ნუსხა, რომელიც მანამდე არსებობდა, კანონით ძალადაკარგულია, შესაბამისად, ახლის დამტკიცებაა საჭირო. არსებული საშტატო ნუსხით ხელფასების გაცემა დაუშვებელია. 

ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 13 თებერვალს, 12:00 საათზეა დანიშნული. დეპუტატებმა 24 საკითხი უნდა განიხილონ, მათ შორის, ახალი საშტატო ნუსხა და ხელფასების ოდენობა. 

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულო ერთადერთი საკრებულოა საქართველოს მასშტაბით, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. საკრებულოს 28 დეპუტატიდან 13 „ქართულ ოცნებას“, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. მათ შორის, 11 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, 2 - „ნაციონალური მოძრაობის“, 1-1 კი „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]