weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობა საკრებულოებისგან „კურიოზული“ დადგენილებების გადასინჯვას ითხოვს

16:42 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018

„რეგინფოს“ მიერ გამოქვეყნებული მასალების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით ყველა საკრებულოს სარეკომენდაციო წერილები გაუგზავნა, რომლითაც სამართლებრივი აქტების გადასინჯვა და შეუსაბამო ჩანაწერების შესწორება მოითხოვა.

მთავრობის ადმინისტრაციის წერილი 2018 წლის თებერვალ-მარტში „რეგინფოს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებს მოჰყვა. მუნიციპალიტეტების საქმიანობაზე სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო საკრებულოებს დადგენილებებში დაშვებული „კურიოზული“ ჩანაწერების მოძიებას და საჭირო შესწორებების შეტანას სთხოვს. 

შეგახსენებთ, რომ „რეგინფომ“ მიმდინარე წლის 27 თებერვალს გამოაქვეყნა წერილი „ხაშურის და ხულოს საკრებულოებს მეტროსადგურებში დასუფთავების მოსაკრებელი აქვთ დაწესებული“,  4 მარტს - „თელავის საკრებულომ იყალთოში მეტროსთან ჯიხურების განთავსება აკრძალა“, ხოლო 7 მარტს - „ბორჯომში მეტროს და აეროპორტების დასუფთავების მოსაკრებელია შემოღებული“. 

აღნიშნული მასალების გამოქვეყნების შემდეგ, ხულოს საკრებულომ სათანადო ცვლილება შეიტანა 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში და დაშვებული ხარვეზი შეასწორა, ოზურგეთის საკრებულომ კი ძალადაკარგულად გამოაცხადა 2015 წლის 31 აგვისტოს მიღებული დადგენილება გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, სადაც მეტროსადგურებისა და აეროპორტების სახელდების წესებიც იყო განსაზღვრული. 

„რეგინფოს“ ინფომაციით, უახლოეს ხანში შესაბამისი ცვლილებების მიღებას თელავის, ხაშურისა და ზუგიდიდის საკრებულოებიც აპირებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]