weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩემი გადადგომის ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს – გიორგი კვირიკაშვილი

11:29 პარასკევი, 30 მარტი 2018

„მინდა, დავარწმუნო ის ადამიანები, ვისაც პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე ტაიმერი აქვთ დაყენებული, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს“, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ძალიან მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა, იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს. ამიტომ დაისვენონ. მე მათი საცოდაობით აღარ ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძეს მაია ცქიტიშვილი შეცვლის.

ზურაბ ალავიძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედია საშუალებამ გუშინ გაავრცელა. „რუსთავი 2“-ის ცნობით, მათი წყარო ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობაზე ივლისამდე იქნება, რის შემდეგაც მას ან შს მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის ან ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]