weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრემიერმა ვანისა და ხონის მაჟორიტარი კანდიდატი გივი ჭიჭინაძე წარადგინა

21:33 პარასკევი, 30 მარტი 2018

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე ამომრჩევლებს წარუდგინა.

კვირიკაშვილის განცხადებით, გივი ჭიჭინაძე ძალიან წარმატებული გუბერნატორი იყო და იმერეთში არსებულ პრობლემატიკას კარგად იცნობს.

„მინდა აღვნიშნო ბატონი გივის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება – ეს არის გულისხმიერება. მას არ შეუძლია უყურადღებოდ დატოვოს ვინმეს გასაჭირი. ეს თვისება აუცილებელია მაჟორიტარისთვის, ვინაიდან გაითავისოს ყველა ადამიანის ტკივილი და სიხარული“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორად 2015 წლის თებერვლიდან მუშაობდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის 9 კანდიდატი დარეგისტრირდა: შოთა მაქაცარია („თავისუფალი საქართველო“), გიორგი უგულავა („ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“), გიორგი ლილუაშვილი („საქართველო“), გივი ჭიჭინაძე („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“), ზურაბ ქართველიშვილი („ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“), გერმანე ხურციძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), გიორგი ხალიჩავა („ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“), მამუკა ტუსკაძე („ახალი ქრისტიან-დემოკრატები“) და ვასილ კოპალიანი (საინიციატივო ჯგუფი).

შუალედური არჩევნები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. გრიგოლ ლილუაშვილმა მუშაობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]