weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საჯარო დაწესებულებებს შავი ფერის ავტომანქანების ყიდვა აეკრძალათ

12:19 ოთხშაბათი, 04 აპრილი 2018

საქართველოს მთავრობამ საჯარო დაწესებულებებს შავი ფერის სამსახურებრივი ავტომანქანების ყიდვა აუკრძალა. ამასთან, მათ ბალანსზე არსებული ყველა ამორტიზებული ავტომანქანა განსაკარგავად ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნდა გადაეცეს.

აღნიშნული დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 30 მარტს მიიღო. დადგენილების თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს ევალებათ, რომ მათ ბალანსზე არსებული ავტომანქანები, რომელთა გამოყენება გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება, ხოლო მათი შეკეთება შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს, 2018 წლის 15 მაისამდე გადასცენ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელმაც გადაცემული ავტომანქანების შემდგომი განკარგვისა და განაწილების მიზნით უნდა მიმართოს სპეციალურ სამთავრობო კომისიას. 

იმავე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 3 აპრილის შემდეგ საჯარო დაწესებულებების მიერ შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. 

მთავრობამ ანალოგიური შინაარსის თხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ეროვნულ ბანკს, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. 

ამასთან, ყველა სამინისტროს დაევალა, რომ არაუგვიანეს 2018 წლის 25 აპრილამდე სპეციალურ სამთავრობო კომისიას წარუდგინოს როგორც სამინისტროების, ისე მათდამი დაქვემდებარებული უწყებების ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმა. 

შეგახსენებთ, სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი კომისია მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით არის შექმნილი და მას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში შედის ყველა სამინისტროს თითო წარმომადგენელი (მინისტრის მოადგილის სახით), ასევე მთავარი პროკურორის მოადგილე.

 

მსგავსი თემა:

დროა საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა დასრულდეს – პრემიერი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]