weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გთხოვთ, მომიტევეთ შეცდომა ნინია კაკაბაძის არჩევის გამო – თამაზ ნავერიანი

22:16 პარასკევი, 06 აპრილი 2018

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის გამო მწუხარებას გამოთქვამს მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი. „საზოგადოებას ვთხოვ, ქრისტიანული სულგრძელობით გაზომოს ჩემი ნაბიჯები და მომიტევოს უნებლიე შეცდომა“, – აცხადებს მარნეულის მაჟორიტარი.

თამაზ ნავერიანის თქმით, მას არ ჰქონდა მოსმენილი „ნინია კაკაბაძის მკვეთრად გამოხატული, უტიფარი განცხადება საქართველოს ეკლესიის მეთაურის მიმართ“.

„ნინია კაკაბაძეზე უკეთეს კანდიდატურას უმცირესობა ვერ/არ წარმოადგენდა და ნებისმიერი სხვა კანდიდატიც იქნებოდა ზუსტად იმ „ფასეულობათა“ მატარებელი, რომელიც მიუღებელია საზოგადოების უმრავლესობისთვის - როგორც წესი, ეს ადამიანები ღიად უპირისპირდებიან ქართულ ეროვნულ ტრადიციებს და გააჩნიათ მკვეთრად გამოხატული მიუღებლობა მართლმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს პატრიარქის მიმართ. ცხადია, როგორც ნებისმიერმა თქვენთაგანმა, მეც ვიცოდი ქალბატონ ნინია კაკაბაძის ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ ეკლესიის მიმართ - ასეთი „განსაკუთრებული აზრი“ კარგი ტონის წესად ითვლება მისი წრის სხვა ადამიანებში. თუმცა, არასოდეს გამორჩეული ყურადღება არ დამითმია ამ ქალბატონის ცალკეული განცხადებებისთვის, რადგან მსგავსი სიბინძურე ხშირად ისმის ეკრანებიდან.

ვაღიარებ, რომ ნამდვილად არ მქონდა მოსმენილი კაკაბაძის ასე მკვეთრად გამოხატული, უტიფარი განცხადება საქართველოს ეკლესიის მეთაურის მიმართ, რომელიც სცილდება ყოველგვარი ეთიკის ჩარჩოებსაც კი და უკიდურესად შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ადამიანის უსპეტაკეს გრძნობებს.

შესაძლოა, ახლა უადგილოა ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ის მძაფრი და სულის შემძვრელი გრძნობა, რაც დამეუფლა ამ ქალბატონის ცნობილი განცხადების დაგვიანებით მოსმენის შემდეგ, აუცილებლად იქონიებდა გავლენას ჩემს გადაწყვეტილებაზე კენჭისყრის დროს. უფალმა ყველას მოგვიტევოს შეცოდებები“, - აღნიშნავს თამაზ ნავერიანი.

მისივე თქმით, უმცირესობა ცდილობს განხეთქილების შეტანას უმრავლესობაში და „ამ მიზნით თავს გვახვევს იაფფასიან დილემას: უნდა ავირჩიოთ მიუღებელი კანდიდატებიდან ერთ-ერთი და რადგან სასწორის მეორე პინაზე დგას კანონისმიერი ვალდებულება და სახელმწიფო ინტერესები, ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და ვაკეთებთ არჩევანს“.

ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ, მის ბავშვობაში პატრიარქის სახლში სტუმრობის შესახებ, „ფეისბუქში“ 2016 წელს დაწერა: „9-10 წლის ვიქნებოდი ალბათ, ახლობლების ჯვრისწერის შემდეგ, დედაჩემთან ერთად პატრიარქის სახლში (სიონის გვერდით) რომ აღმოვჩნდი. ბუნებრივია, მაშინ ვერაფერი შევნიშნე და პირიქით, დიდი ინტერესით ვათვალიერებდი მის მისაღებ ოთახს, სადაც ყველანი მიგვიღო. როგორც ჩანს, დედაჩემიც პირველად იყო მასთან სტუმრად, რადგან იმ დღის მერე მახსოვს მისი აღშფოთებული საუბარი იმის თაობაზე, რომ პატრიარქი ასეთ სიმდიდრეში არ უნდა ცხოვრობდეს, რომ ოქრო თვალს არ უნდა გჭრიდეს მის ბინაში, რომ ძვირფასი ნივთებით გამოტენილი სახლი არ უნდა ჰქონდეს და რომ ეს მეშჩანობა და უზნეობაა. ხოდა მადლობა დედას, სულ პატარაობიდან რომ მასწავლა ისეთი ჭეშმარიტებები, დღესაც რომ არ იციან ზრდასრულმა (დაბალ და მაღალჩინოსანმა) რეგვენებმა. მხოლოდ ის კი არა, რომ ძვირფასი ოქროს და „ხრუსტალის“ ნივთები უზნეობაა, არამედ ის რომ პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარლამენტმა ნინია კაკაბაძე 4 აპრილს აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 12. ნინია კაკაბაძე „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო. მისთვის „ქართული ოცნების“ წევრთა მხარდაჭერამ, დაპირისპირება გამოიწვია საპარლამენტო უმრავლესობაში. ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა „ქართული ოცნება“ დატოვოს. მისი თქმით,

„შვიდეულის კვირაში ასეთი რამის გაკეთება ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხებაა იმიტომ, რომ პატრიარქის მაგინებელი ქალბატონი არ უნდა იღებდეს პარლამენტში ხმებს არასდროს“.

ფოფხაძის პროტესტს მხარს კიდევ რამდენიმე დეპუტატი უჭერს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა დღეს პატიება ითხოვა საზოგადოების იმ ნაწილისგან, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევა შეურაცხყოფად მიიღო.

ნინია კაკაბაძის არჩევას მხარი არ დაუჭირეს პარლამენტის შემდეგმა წევრებმა: ერქვანია ალექსანდრე (ქართული ოცნება); ხაბელოვი ლერი (ქართული ოცნება); ხაბარელი შოთა (ქართული ოცნება); გეგიძე ბიძინა (ქართული ოცნება); ბეჟანიძე ლევან (ქართული ოცნება); მაღრაძე გუგული (ქართული ოცნება); მარშანია ადა (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი); კუდბა სვეტლანა (ქართული ოცნება); კოპაძე გიორგი (ქართული ოცნება); კობალაძე კობა (ქართული ოცნება); ფოფხაძე გედევან (ქართული ოცნება); ნაკაიძე კობა (ქართული ოცნება).

ნინია კაკაბაძის არჩევას მხარი დაუჭირეს შემდეგმა დეპუტატებმა: ბაქრაძე დავით (ევროპული საქართველო); ბობოხიძე აკაკი (ევროპული საქართველო); ბერაია ირაკლი (ქართული ოცნება); ბერაია ირაკლი (დაჩი) (ქაქრთული ოცნება); ბოკერია გიგა (ევროპული საქართველო); ბოლქვაძე ანზორ (ქართული ოცნება); ბუკია გიგა (ქართული ოცნება); მაჭავარიანი ენძელა (ქართული ოცნება); მარგველაშვილი გენადი (ქართული ოცნება); მაკრახიძე იოსებ (ქართული ოცნება); მათიკაშვილი დავით  (ქართული ოცნება); კობახიძე ირაკლი (ქართული ოცნება); კუჭავა კახაბერი (ქართული ოცნება); კილაძე სოფო (ქართული ოცნება); კვიჟინაძე პაატა (ქართული ოცნება); კედელაშვილი ზაზა (ევროპული საქართველო); კახიძე ოთარ (ევროპული საქართველო); კაპანაძე სერგი (ევროპული საქართველო); კანდელაკი გიორგი (ევროპული საქართველო); იონათამიშვილი რატი (ქართული ოცნება); თოლორაია ედიშერ (ქართული ოცნება); ზურაბიანი ცოტნე (ქართული ოცნება); ზურაბიშვილი სალომე (პარტიის გარეშე); რატიანი სერგო (ევროპული საქართველო); ოქრიაშვილი კახაბერ (ქართული ოცნება); ოხანაშვილი ანრი (ქართული ოცნება); ნავერიანი თამაზ (ქართული ოცნება); ნადირაშვილი ირმა (ევროპული საქართველო); მხეიძე დიმიტრი (ქართული ოცნება); მოსიძე გიორგი (ქართული ოცნება); მეშველიანი გოგი ( ქართული ოცნება); დამენია ლაშა ( ევროპული საქართველო); გუნავა თენგიზ ( ევროპული საქართველო); გულორდავა გოგა (ქართული ოცნება); გოცირიძე ელგუჯა (ქართული ოცნება); გოგორიშვილი ხათუნა (ევროპული საქართველო); ფრუიძე ირინე (ქართული ოცნება); ქაცარავა სოფიო (ქართული ოცნება); ქებურია ლელა (ევროპული საქართველო); ღვინიაშვილი გიორგი (ევროპული საქართველო); ყაველაშვილი მიხეილ (ქართული ოცნება); ჩანქსელიანი გოდერძი (ქართული ოცნება); ჩიქოვანი მამუკა (ევროპული საქართველო); ჩუგოშვილი თამარ (ქართული ოცნება); ძიძიგური ზვიად (ქართული ოცნება); წერეთელი გიორგი (ევროპული საქართველო); წილოსანი ნინო (ქართული ოცნება); ჭიაბერაშვილი ზრუაბ (ევროპული საქართველო); ხატიძე გიორგი (ქართული ოცნება); ხოშტარია ელენე (ევროპული საქართველო); ხუბულური თენგიზი (ქართული ოცნება); ხუციშვილი ზაზა (ქართული ოცნება); ჯაში მარიამ (ქართული ოცნება).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]