weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფოთის და ახალციხის მერები 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდნენ

14:39 ორშაბათი, 16 აპრილი 2018

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდნენ. გოჩა კურდღელიამ მაშინდელ მმართველ პარტიას 10 000 ლარი, ზაზა მელიქიძემ კი 50 000 ლარი ჩაურიცხა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ორივე მუნიციპალიტეტის მერი იმ პერიოდში ბიზნესის სფეროში საქმიანობდა. გოჩა კურდღელია იყო კომპანიების „პრომეტკო ჯორჯიას“, „ჯეესკოს“, „მეტალექსისა“ და „მეტალექს-ტრანსის“ დირექტორი და მეწილე. ამასთან, 2006-2010 წლებში იგი „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით იყო ქ. ფოთის საკრებულოს წევრი. 

აღსანიშნავია, რომ გოჩა კურდღელიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 60 000 ლარი ჩარიცხა.

ზაზა მელიქიძე აღნიშნულ პერიოდში შპს „მელიზას“ და შპს „ლეგის“ დირექტორი და 100 % წილის მესაკუთრე იყო. 2014 წლიდან იგი ახალციხის გამგებლის თანამდებობაზე იქნა არჩეული. 

„რეგინფო“ წერდა, რომ ზაზა მელიქიძემ სოფელ ღრელში, წმინდა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობა 147 000 ლარით დააფინანსა, 25 000 ლარი კი ქველმოქმედებაში დახარჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]