ჭიჭინაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, იმ პროექტებზე გააგრძელებს მუშაობას, რომლებიც იმერეთის გუბერნატორად ყოფნის დროს დაიწყო.
„არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს. ყველა კანდიდატს საშუალება ჰქონდა მშვიდ გარემოში ჩაეტარებინა თავისი წინასაარჩევნო კამპანია. გეგმებს რაც შეეხება, რა გეგმებიც გვქონდა მათ განხორციელებასა და მათი შესრულების გაგრძელებაზე ვიმუშავებთ. სამი წელი გუბერნატორი ვიყავი და 2021 წლამდე ყველა პროექტი გაწერილი გვაქვს. ვესაუბრებით და თითქმის მოგვარებული გვაქვს ახალი ინვესტორების შემოყვანა“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში მოსახლეობის აქტივობა 12:00 საათის მონაცემებით, 24.33 %-ს შეადგენს. საარჩევნო ოლქში გახსნილ 60 უბანზე რეგისტრირებული 408 123 ამომრჩევლიდან ხმა 11 708-მა მისცა.