weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რაზე ისაუბრეს კვირიკაშვილმა და ლუკაშენკომ – პრემიერის პრესსამსახურის განმარტება

17:12 შაბათი, 28 აპრილი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური გამოეხმაურა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე მას თითქმის აცრემლებული ესაუბრა. როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, საუბარი რუსულ-ქართულ ურთიერთობებსაც შეეხო.

„ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა გულისწყრომა, რომ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაუბრუნდა ოჯახს. მაშინ, როდესაც რუსეთს ამის ყველანაირი ბერკეტი გააჩნდა. ბელარუსის პრეზიდენტთან საუბარი გაგრძელდა რუსეთთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის პრაგმატულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ, როგორც ასეთი, ხალხთაშორისი ურთიერთობების დონეზე დაპირისპირება არ აღინიშნება. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში რუსეთიდან 1.5 მილიონი ტურისტი შემოდის არ ყოფილა დაპირისპირების არც ერთი ინციდენტი ეთნიკურ საფუძველზე.

ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი ბებია იყო რუსი და დღემდე საქართველოში ბევრი შერეული ოჯახია. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის არსებობს წითელი ხაზები და ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება ამ ფუნდამენტურ საკითხებზე გადის. ამ მიმართულებით კი, რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ბელარუსის პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 75 %-ით რუსი ადამიანია. მისივე თქმით, კვირიკაშვილი რუსეთისადმი თავის დამოკიდებულებაზე თითქმის აცრემლებული ესაუბრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]