weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩვენი მონაცემებით, არჩევნებში გივი ჭიჭინაძემ გაიმარჯვა – არჩილ თალაკვაძე

21:06 შაბათი, 28 აპრილი 2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვანისა და ხონის N54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ გაიმარჯვა.

თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობას არ განიხილავს.

„ვანსა და ხონში ხმის მიცემის პროცესმა ჩაიარა მშვიდ გარემოში. ჩვენი მონაცემებით, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებიდან ვიღებდით, ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. გივი ჭიჭინაძის შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება 50%-ს. ის ხარვეზები, რომელზეც „ევროპული საქართველო“ მიუთითებს, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, შტაბების მუშაობაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები „ევროპული საქართველოდან“ და მათ ადმინისტრაციულ რესურსზე ხელი მიუწვდებოდათ.

ვანსა და ხონში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 57.9 % (27 486 ამომრჩეველი) შეადგინა. საარჩევნო ოლქში სულ 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო 6 კანდიდატი: გიორგი უგულავა – „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“; გიორგი ლილუაშვილი – „საქართველო“; ზურაბ ქართველიშვილი – „ტრადიციონალისტები“; მამუკა ტუსკაძე – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“; გივი ჭიჭინაძე -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; ვასილ კოპალიანი – საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა).

შუალედური არჩევნები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. გრიგოლ ლილუაშვილმა მუშაობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]