weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წინასწარი მონაცემებით, ვანსა და ხონში ჭიჭინაძეს 57.86 % აქვს, უგულავას – 38.38 %

07:46 კვირა, 29 აპრილი 2018

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ვანისა და ხონის N54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გივი ჭიჭინაძეს ხმების 57.86% (15 684 ხმა) აქვს, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს გიგი უგულავას 38.38 % (10 404 ხმა).

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოლქში შემავალი 60-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დაითვალა. მაჟორიტარი დეპუტატობის დანარჩენ კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ვასილ კოპალიანი (საინიციატივო ჯგუფი) – 1.61% (436 ხმა); მამუკა ტუსკაძე („ახალი ქრისტიან-დემოკრატები“) – 1.47% (399 ხმა); გიორგი ლილუაშვილი („საქართველო“) – 0.46% (124 ხმა); ზურაბ ქართველიშვილი („ტრადიციონალისტები“) – 0.22 % (59 ხმა).

კომპანია „ბი-სი-ჯის“ (BCG Research) მიერ „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც წინასაარჩევნოდ გამოქვეყნდა, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე გიგი უგულავა ლიდერობდა. კვლევის თანახმად, მას გამოკითხულთა 41.4% უჭერდა მხარს, გივი ჭიჭინაძეს კი - 32.1%.

შუალედური არჩევნები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო ჩატარდა. გრიგოლ ლილუაშვილმა მუშაობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]