weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სუს-ის თანამშრომლები რთული დანაშაულის გახსნისთვის 10 000 ლარამდე დანამატს მიიღებენ

18:08 პარასკევი, 11 მაისი 2018
ფოტოზე სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური ფოტოზე სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები განსაკუთრებული სირთულისა და მასშტაბის დანაშაულის გამოვლენის, გამოძიების ან აღკვეთისათვის, სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე, არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით სპეციალურ დანამატს მიიღებენ.

შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 10 მაისს მიიღო. დადგენილების თანახმად, სუს-ის თანამშრომლები, ხელფასთან ერთად, წელთა ნამსახურობის დანამატებსაც იღებენ. 

„რეგინფო“ წერდა, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის ხელფასი 3540 ლარიდან 8500 ლარამდე, მისი პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილისა 2950 ლარიდან 7500 ლარამდე, სხვა მოადგილეებისა კი 2720 ლარიდან 7250 ლარამდე გაიზარდა. სუს-ის დეპარტამენტების უფროსების ხელფასი 2705 ლარის ნაცვლად 6000 ლარი, მათ მოადგილეებისა კი 2540 ლარის ნაცვლად 5500 ლარი გახდა. 

ამასთან, სუს-ის მოსამსახურეებზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვები დანამატებისა და ფულადი ჯილდოს (პრემიის) გაცემის საკითხში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]