საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 იანვრის №40 დადგენილების თანახმად, სუს-ის დეპარტამენტების უფროსებს ხელფასი 2705 ლარის ნაცვლად 6000 ლარი, მათ მოადგილეებს კი 2540 ლარის ნაცვლად 5500 ლარი ექნებათ.
უმნიშვნელოდ გაიზარდა სუს-ის დეპარტამენტების გამომძიებლების ანაზღაურება. მაგალითად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის ხელფასი მხოლოდ 95 ლარით გაიზარდა და 1475 ლარის ნაცვლად 1570 ლარი იქნება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურეთა ანაზღაურება, თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, წოდებრივ სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატსაც მოიცავს.
ამასთან, აღნიშნულ მოსამსახურეებზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მოქმედება და, შესაბამისად, ამ კანონით დაწესებული შეზღუდვები დანამატებისა და ფულადი ჯილდოს (პრემიის) გაცემის საკითხებში.
„რეგინფო“ წერდა, რომ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა 2016 წლის განმავლობაში სარგოს სრული ოდენობით დანამატი 36-ჯერ, ხოლო ვახტანგ გომელაურის კიდევ ერთმა მოადგილემ მირიან მჭედლიშვილმა 37-ჯერ მიიღეს.
მსგავსი თემა: