weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მთავრობა და პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგნენ - რომან გოცირიძე

17:05 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

„საქართველოს მთავრობა ხელს აფარებს დამნაშავეს. ერთადერთი შესაძლებლობა, რომ რამეს მიაღწიოს ამ კომისიამ არის ის, რომ დანაშაულში მონაწილე ყველა იერარქიული სტრუქტურის წარმომადგენლები ჩამოსცილდნენ პროცესს. საქართველოს მთავრობა უნდა გადადგეს“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„დღეს მოხდა ძალიან უცნაური შემთხვევა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. თუმცა, წინა მოწვევის პარლამენტის 4-წლიანი მუშაობისა და ამ პარლამენტის 2-წლიანი მუშაობის პერიოდში იყო 21-ჯერ მოთხოვნა, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია. 21-ჯერვე თქვენ თქვით უარი. ეხლა ეს არის 22-ე მცდელობა და თქვენ ამას დიდსულოვნად დათანხმდით. კი არ დათანხმდით, ხალხმა გაიძულათ.

რატომ არ შეიქმნა კომისია საყდრისთან დაკავშირებით? სამჯერ იყო მოთხოვნა. რატომ არ შეიქმნა კომისია ტატუნაშვილის მკვლელობასთან, წიკლაურის ცემასთან, „გაზპრომთან“ აფგან მუხთარლის გატაცებასთან, მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით?

რატომ არ შექმენით უამრავი სხვა კომისია? რატომ არ ქმნით ვანო მერაბიშვილის უკანონოდ გატაცების შესახებ კომისიას? იმიტომ არ ქმნით, რომ მთელი ეს ჩამონათვალი ადასტურებს სისტემურ დანაშაულს.

დღეს მომხდარი შემთხვევა არის მთელი სისტემის, ასე ვთქვათ, დანაშაულებრივი სინდიკატის მოქმედების შედეგი და ვერავითარი კომისია ამას ვერ უშველის თუ არ იქნებიან მთავარი დამნაშავეები ამ პროცესიდან ჩამოშორებული. მთავარი დამნაშავე დღეს არის პროკურატურა, რომლებიც ხელს აფარებდა დამნაშავეებს, ვინმე სუბელიანს, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა ვანო მერაბიშვილის გატაცების საქმეში, რომელიც იყო მაღალი თანამდებობის პირი და ჰქონდა წვდომა ინფორმაციასთან, მათ შორის კამერების ჩანაწერებთან. რომელიც არის მინისტრ სოზარ სუბარის ნათესავი და „თანამებრძოლი“. ვხედავთ, რომ სწორედ ამ სუბელიანისა და ამ საჭირო პერსონის გამო იქნა გამოტანილი დღეს სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება“, - აღნიშნა გოცირიძემ.

მისივე თქმით, დღესვე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მირზა სუბელიანის და გენერალური პროკურორის წინააღმდეგ. „გენერალური პროკურორი უნდა გადადგეს და კომისიის საქმიანობის მთავარი მიმართულება უნდა იყოს პროკურატურა და პროკურატურის უკანონო ქმედებები“, - განაცხადა გოცირიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მომხდარ, ორი ბავშვის მკვლელობის საქმეს 4 თვის განმავლობაში იხილავდა და განაჩენი დღეს გამოაცხადა. სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომა და საქმის პროკურორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. ამ მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს მთავარი პროკურატურის შენობასთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]