weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი სოხუმში მიიწვიეს

10:32 სამშაბათი, 05 ივნისი 2018
ფოტოზე ბაშარ ალ ასადი ფოტოზე ბაშარ ალ ასადი

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი შესაძლოა სოხუმში, ხოლო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა დამასკოში ჩავიდეს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აფხაზურმა მხარემ ასადი სოხუმში უკვე მიიწვია

29 მაისს სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ აღიარა და ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ განაცხადა. ქვეყნის საგარეო უწყებაში განმარტეს, რომ ამ გადაწყვეტილებით აფასებენ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მხარდაჭერას, რომელიც მათ სირიის წინააღმდეგ ტერორისტთა აგრესიის დროს გამოავლინეს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო, საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად, ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები ამ ქმედებების საპასუხოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]