weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თეა წულუკიანის გადადგომის საკითხი აქტუალური არ არის – სალომე ზურაბიშვილი

14:49 სამშაბათი, 05 ივნისი 2018

„არასამთავრობო ორგანიზაციები იჭრებიან პოლიტიკურ მოთხოვნებში, რაც მათი საქმე ნამდვილად არ არის“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის, გადადგომას და მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესიდან მის ჩამოშორებას ითხოვენ.

„მე ნამდვილად არ ვიტყვი, რომ იუსტიციის მინისტრის გადადგომის აუცილებლობა დგას. ამ საკითხის დასმა არააქტუალურია და ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული საქმე. მგონია, რომ არასამთავრობოები ამ კუთხით იჭრებიან პოლიტიკურ მოთხოვნებში, რაც მათი საქმე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვეს. მათი განცხადებით, წულუკიანი არ იქნება მიმართული იმისკენ, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავარი პროკურორი შეარჩიოს. იმ შემთხვევაში, თუ თეა წულუკიანი თანამდებობაზე დარჩება, არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამ პოზიციას იზიარებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საფარი“, „სამართლიანი არჩევნები“, ადამიანის უფლებათა ცენტრი და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“.

საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 31 მაისს ირაკლი შოთაძე გადადგა. ახალი პროკურორის შესარჩევი პროცესი იუსტიციის მინისტრმა 4 ივნისს დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]