weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამეგრელოს გუბერნატორმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ცილისწამებისთვის უჩივლა

11:09 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ცილისწამებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის, მურთაზ ზოდელავას და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ანა წითლიძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. გუბერნატორი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების საჯაროდ უარყოფას ითხოვს.

საქმე ეხება სხვადასხვა მედიასაშუალებებში ანა წითლიძის და მურთაზ ზოდელავს მიერ გუბერნატორის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის თანახმადაც გუბერბატორი ლობირებს აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სიგარეტის კონტრაბანდას, აკონტროლებს თხილის ბიზნესს და ჩართულია კორუფციულ გარიგებებში.

„ამგვარ განცხადებებს ისინი ხშირად აკეთებენ და მიმართულია ჩემი საქმიანი რეპუტაციის შესალახად. მურთაზ ზოდელავა და ანა წითლიძე ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და აწარმოებენ ცილისმწამებლურ კამპანიას. მათ მიერ გავრცელებული ცნობები რეალობას არ შეესაბამება და არ მყარდება ფაქტებით“, - აცხადებს გუბერნატორი ლევან შონია.

„ის პანიკაშია მას შემდეგ, რაც პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო ჩვენი მიმართვის საფუძველზე. გუბერნატორს კორუფციული საქმიანობის, კონტრაბანდის და ყველა იმ დანაშაულის გამო, რომელსაც ის ჩადის, ძალიან მალე მოუწევს პასუხისგება“, - უთხრა „ლაივპრესს“ საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ გუბერნატორის საჩივრის საკითხზე კომენტირებისას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი განსახილველად მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]