weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფგან მუხთარლი ნამდვილად ჟურნალისტია, არასწორი ინფორმაცია მქონდა - ჯეჯელავა

12:38 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017

„დაზუსტდა, რომ  აფგან მუხთარლი ნამდვილად ჟურნალისტი იყო, გუშინ არასწორი ინფორმაცია მქონდა,” – ამის შესახებ განათლების მინისტრმა  ალექსანდრე ჯეჯელავამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯეჯელავას თქმით, აგფან მუხთარლი ჟურნალისტიც იყო და უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც.

„ამავე დროს, ეს ადამიანი „რადიო თავისუფლებაში” იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თუმცა ჟურნალისტური გამოძიებების ავტორიც არის და შესაბამისად, ორივე როლი ჰქონდა. აბსოლუტურად გამოვრიცხავ ძალოვანი ან სხვა უწყების თანამშრომლობას. ნებისმიერი ჟურნალისტის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტი არის აბსოლუტურად მიუღებელი”,– აღნიშნა ჯეჯელავამ.

გუშინ, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი შესაძლოა, ჟურნალისტი არც არის. მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ურჩია.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი თბილისში, 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში იყო დაკავებული. მისი ადვოკატის ელჩინ სადიყოვის განცხადებით, მუხთარლი, 29 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, თბილისში დააკავეს. მას ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა.

გუშინ, აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

აზერბაიჯანის პროკურატურამ მუხთარლის ბრალდება კონტრაბანდის (206 მუხლი), სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა (318 მუხლი) და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის (315.2 მუხლი) წარუდგინა.

მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს. მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის განცხადებით, მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]