weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შიგადაშიგ საკადრო ცვლილებებზეც იყო საუბარი - ზაქარია ქუცნაშვილი

01:09 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018

„საკადრო ცვლილებებზე განხილვა არ ყოფილა. შიგადაშიგ მაგ თემაზე იყო საუბარი - წინადადებები და მოსაზრებები იყო, მაგრამ განხილვა არ ყოფილა“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობისა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ.

დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობის სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხი მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებები უნდა ყოფილიყო. სამსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე მსჯელობდნენ.

„უმრავლესობის სხდომაზე განვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი და მოვლენები, რომლებიც ბოლო პერიოდში ვითარდებოდა ქვეყანაში. განვიხილეთ გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგები მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ. ბევრი ადამიანი კვლავ ელოდება ხელისუფლებისგან დახმარებას და ჩვენ ველოდებით სამოქმედო გეგმას მთავრობისგან. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებების საკითხს, ეს არ ყოფილა უმრავლესობის სხდომის დღის წესრიგში“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

„ჩვენი გუნდი მსჯელობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტი იმისთვის, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის კეთილდღეობა, რაც ჩვენი გუნდისთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, იყოს რაც შეიძლება სწრაფად მიღწეული. სამთავრობო ცვლილებებზე ან მის შესაძლებლობებზე დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

„ბიძინა ივანიშვილს არცერთი მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით არ უმსჯელია. რა თქმა უნდა, იყო საუბარი ეკონომიკურ საკითხებზე, რადგან რამოდენიმე მაჩვენებელი საჭიროებს შესაბამის სიღრმიეულ ანალიზს და შეფასებას. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი ძალიან ბევრი პარამეტრით. კონკრეტული მინისტრების საქმიანობაზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სხდომას საპარლამენტო უმრავლესობა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა ესწრებოდა.

მთავრობის გადადგომა ბოლო პერიოდში თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]