weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხალხში უკმაყოფილება გროვდება, გამოსავალია მთავრობის გადადგომა - დავით ჭიჭინაძე

13:29 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018

„ვფიქრობ, დეპუტატები, რომლებსაც მოსახლეობისთვის პირადად გვაქვს მიცემული დაპირებები, ვალდებულები ვართ ასეთ შემთხვევაში შევცვალოთ მთავრობა“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა დავით ჭიჭინაძემ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ჭიჭინაძის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის საკითხი განხილული არ ყოფილა. დეპუტატის თქმით, საუბარი იყო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის ჭარბვალიანობაზე.

„გუშინაც ვამბობდი და დღესაც ვაფიქსირებ, რომ ცვლილებები საჭიროა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოქვეყნდა Unicef-ის კვლევა, რომლის მიხედვითაც ძალიან გაუარესებულია ეკონომიკური მდგომარეობა. როდესაც ჩვენ შევქმენით კომისია, სამწუხაროდ, არ ვენდეთ უმრავლესობას და ვენდეთ ოპოზიციას, რომ თურმე ოპოზიცია დაადგენს სიმართლეს და ჩვენ ამის უნარი არ შეგვწევს. როდესაც ჩვენ ეკონომიკას ვერ ვზრდით, ბანკებს მივეცით არანორმალური მოგებების საშუალება და შესაბამისად, ბანკები დღეს კარნახობენ ხელისუფლებას, როგორ მოიქცეს და პრაქტიკულად ყველა კანონს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ისინი გვერდს უვლიან და ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს, მე ვფიქრობ, რომ ხალხში გროვდება უკმაყოფილება და ყოველთვის გამოსავალია, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. როდესაც მთავრობა გადადგება, იქნება ახალი პროგრამა წარმოდგენილი, თუ ამანაც არ უშველა, შემდეგ სხვა ეტაპები არსებობს პოლიტიკური ცხოვრების. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რომ მთავრობაში ის ნდობა და მხარდაჭერა აღვიდგინოთ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ თავის დროზე გააჩნდა“, – განაცხადა ჭიჭინაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

გაეროს ბავშვთა ფონდმა გუშინ „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა, ძირითადად შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის გამო. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა. ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]