weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ასეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია არ მინახავს - ქუცნაშვილი

16:11 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018

„ასეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია არ მინახავს. გუშინ 3 საათი დავხარჯეთ ცხარე დისკუსიაში იმის შესახებ, რამ გამოიწვია ეს შედეგები. ვკამათობდით იმაზე, შეიძლებოდა თუ არა ამ შედეგების თავიდან აცილება, რომ მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი არ შემცირებულიყო“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე - უნდა გადადგეს თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და თან გაიყოლოს ეკონომიკური ბლოკი, ქუცნაშვილმა უპასუხა: „პრემიერი გააკეთებს ამაზე განცხადებას. იქ როცა იყო დისკუსია - შეიძლებოდა თუ არა ამის აცილება, ხმები გაიყო. ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ შეუძლებელი იყო ამის აცილება, ხოლო მეორე ფიქრობს, რომ შეიძლებოდა ამ შედეგების შერბილება. თუ გიორგი კვირიკაშვილმა არ აღიარა შედეგებში მისი წვლილი, მაშინ გადადგომა მოსალოდნელი არ არის. თუ გიორგი აიღებს შედეგებზე პასუხისმგებლობას, მაშინ გადადგომა მოსალოდნელია. ერთი რაც შემიძლია თამამად ვთქვათ, რომ მე ასეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს დიდი ხანია და შესაბამისად ცხარე დისკუსია მიმდინარეობდა ამ თემის გარშემო“.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა, მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომას გამოიწვევს და არასწორია, თუ შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე პასუხს შინაგან საქმეთა მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს ან რამდენიმე თვის წინ დანიშნულ ფინანსთა მინისტრს მოსთხოვენ.

გაეროს ბავშვთა ფონდმა გუშინ „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა, ძირითადად შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის გამო. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა. ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]