weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოზურგეთის საკრებულოს წევრებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ

16:40 პარასკევი, 22 ივნისი 2018
ფოტო: ინტერპრესნიუსი ფოტო: ინტერპრესნიუსი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პარტიის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე, ბესო ქათამაძეზე თავდასხმაში მონაწილე დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი - დავით მჟავანაძე, ბესო ქათამაძე და თორნიკე გოგუაძე საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას კაბინეტთან მეხუთე დღეა შიმშილობენ. დღეს მათ კაბინეტის კარზე ჩაფხუტის დაკიდება სცადეს, რისი უფლებაც პოლიციის თანამშრომლება არ მისცეს.

„ჩვენს მოთხოვნაზე, ჩატარებულიყო რიგგარეშე სხდომა და იმ პირებს, რომლებიც ჩემზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ, აეღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, საკრებულოს თავმჯდომარისგან სამარცხვინო გადწყვეტილება და სხდომის ჩატარებაზე უარი მივიღეთ. ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარეს სიმბოლურად, „კასკა“ მოვუტანეთ, რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, კოლეგებმა მასაც არ გაუტეხონ თავი. ისე რომ არ მოექცნენ, როგორც მე მომექცნენ“, - განაცხადა ბესო ქათამაძემ.

საკრებულოს შენობის წინ მიმდინარე აქციაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც მონაწილეობენ.

„ქართული ოცნებიდან“ ოზურგეთის საკრებულოს რამდენიმე წევრი ბესო ქათამაძეს საკრებულოს შენობაში თავს 15 ივნისს დაესხა და თავი გაუტეხეს. ქათამაძის თქმით, დაპირისპირების მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული კრიტიკული მოსაზრებები გახდა ოზურგეთის საკრებულოს წევრების მიმართ.

ოზურგეთის პოლიცია საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ბესო ქათამაძის ინტერესებს იცავს, ითხოვს საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის გამოხატვის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ბესო ქათამაძის ცემისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით ბრალი წარედგინა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ტარიელ აროშიძეს.  ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]