weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირი შეიყვანა

12:37 სამშაბათი, 26 ივნისი 2018

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ ჯერჯერობით 33 კაცია შეყვანილი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. პრემიერმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი წარადგინა.

მამუკა ბახტაძის თქმით, სიაში შეყვანილი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ უმძიმეს დანაშაულებებში, როგორებიცაა მკვლელელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულთა დაფარვა.

„წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცავი უწყებები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და ბუნებრივია სია შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ამავე დროს, მთავრობამ განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომლებიც უნდა გატარდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შემავალი პირების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მიერ ყველა შესაძლო შეზღუდვის დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად. ასევე, განსაზღვრულია აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას შესაბამისი ანგარიში უნდა წარუდგინონ.

ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ჰქონდესა საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა და მის ამოქმედებას რეალური შედეგები მოჰყვეს. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტატუნაშვილის საქმის გამოძიება საფუძვლიანად მოხდეს, უზრუნველყოფილი იქნეს დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულება როგორც ტატუნაშვილის, ისე ოთხოზორიას მკვლელების და იმ პირების მიმართ, ვინც ეს დანაშაული დაფარეს“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

სია მას შემდეგ გახდება საჯაროდ ცნობილი, რაც მას პარლამენტი განიხილავს.

საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია 21 მარტს მიიღო. მთავრობას პარლამენტისთვის აღნიშნული სია 15 ივნისამდე უნდა წარედგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]