weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალი ინიციატივა არა მხოლოდ ე.წ. „შავ ჯიპებს“, არამედ პერსონალურ მანქანებს შეეხება - პრემიერი

12:00 პარასკევი, 29 ივნისი 2018

„მთავრობის შემდეგ სხდომაზე მე აუცილებლად წარმოვადგენ ახალ ინიციატივას, რომელიც მხოლოდ „ჯიპებს“ არ შეეხება, ეს შეეხება მთლიანად ავტოპარკს, განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ მანქანებს,“- ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მცირე მთავრობის კონტექსტში ე.წ. „შავ ჯიპებთან“ დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პოზიციას შეეხებოდა.

„ბუნებრივია, ის სიტუაცია რაც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებობს, არის სრულიად მიუღებელი, მე ვიტყოდი - კატეგორიულად მიუღებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივა, რომელიც დამუშავებულია და  მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარმოვადგენთ. ინიციატივა ეხება ავტოპარკს, ნებისმიერი მანქანის ჩათვლით, განსაკუთრებით - ე.წ. პერსონალურ მანქანებს,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის არაერთი საჯარო განცხადების მიუხედავად, რომ ხელისუფლება კომფორტზე ორიენტირებულ ავტოპარკზე უარს იტყოდა, ყაზბეგის მერიამ 2017-2018 წლებში გამოშვებული 4 ერთეული „პიკაპის“ შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი 15 ივნისს გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 281 260 ლარია გამოყოფილი.

მანამდე, სახელმწიფოს მიერ შექმნილმა შპს „მექანიზატორმა“ 130 ერთეული უახლესი „პიკაპის“ შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 7 408 600 ლარი იყო გამოყოფილი. თითოეული ავტომანქანის ღირებულება საშუალოდ 57 000 ლარს შეადგენს.

2017 წლის ბოლოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2017 წელს გამოშვებული 2 „ჯიპის“, 1 მიკროავტობუსისა და 5 „სედანის“ შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 386 190 ლარი იყო გამოყოფილი. 1 მაღალი გამავლობის „ჯიპის“ შესყიდვის ღირებულება საშუალოდ 44 850 ლარს, მიკროავტობუსისა - 93 490 ლარს, 1 „სედანისა“ კი 40 600 ლარს შეადგენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]