weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვფიქრობ, ქართველი თანამდებობის პირები აცნობიერებენ ბრალდებების სერიოზულობას - იან კელი

12:57 შაბათი, 03 ივნისი 2017

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ქვეყნიდან გაყვანასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ სერიოზული ბრალდებები ისმის. მისივე თქმით, ქართველი თანამდებობის პირები დაპირდნენ, რომ მუხთარლის საქმეს დეტალურად და სრულყოფილად გამოიძიებენ.

„ეს არის ნამდვილად სერიოზული ბრალდებები. ჩვენ გვქონდა კონტაქტი საქართველოში თანამდებობის პირებთან, რომლებიც დაგვპირდნენ, რომ დეტალურად და სრულყოფილად გამოიძიებენ აფგან მუხტარლის ირგვლივ განვითარებულ გარემოებებს. ვფიქრობ, ისინი სრულიად აცნობიერებენ ბრალდებების სერიოზულობას. მათ დაგვარწმუნეს, რომ თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოქალაქეებისა და უფლებადამცველების უფლებები იქნება დაცული და მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს მათ უსაფრთხოებას“, - განაცხადა იან კელიმ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, მას ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში მიაკვლიეს. მას ბაქოს სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მუხთარლის ბრალად კონტრაბანდა, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციის დაუმორჩილებლობა ედება.

აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის განცხადებით, აფგან მუხტარლიმ საზღვარი გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, პირადობის მოწმობის გარეშე გადაკვეთა. აღნიშნულ ვერსიას ეთანხმებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობდა. მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის განცხადებით, მუხთარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]