weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნენსკრა ჰესი აშენებული რომ ყოფილიყო, სტიქიას შეაკავებდა - სოზარ სუბარი

12:43 პარასკევი, 06 ივლისი 2018

„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა დაწყებული არ არის და ვერც გაჩნდებოდა მისგან რაიმე საფრთხე. ის ძირითადი ნაკადები, რომელიც მოდის, ჩვენ ვერტმფრენით დავათვალიერეთ ბოლომდე და არის იმ ადგილის ქვემოთ, სადაც ჰესის მშენებლობა სავარაუდოდ უნდა დაიწყოს. ანუ „ნენსკრა ჰესის“ ადგილი არის იმის ზემოთ, სადაც მდინარე ადიდდა. იდეაში, ჰესი რომ აშენებული ყოფილიყო და ეს ადიდება იმის ზემოთ ყოფილიყო, ეს ჰესი მხოლოდ თუ შეაკავებდა, თორე ხელს არ შეუწყობდა“, - განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჭუბერის ხეობაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

5 ივლისს, ღამის საათებში, ხოკრილის მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას კალაპოტი ჩახერგა. მოგვიანებით, დაგროვილმა წყალმა მეწყერი გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ 6 საცხოვრებელი სახლი წაიღო. განადგურებულია ათობით დამხმარე ნაგებობა, ხის საამქრო და საკარმიდამო ტერიტორია. წყალმა წაიღო შიდა საავტომობილო გზებიც და ხიდებიც, რომელიც ჭუბერის ტერიტორიული ერთეულის 9 სოფელს აკავშირებდა გარესამყაროსთან. მოსახლეობას კვლავ არ მიეწოდება ელექტროენერგია. დატბორილია მიმდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი.

ჭუბერის მცხოვრებლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ასეთი მასშტაბის სტიქია ჭუბერის ხეობაში ნენსკრა ჰესის მშენებლობამ გამოიწვია.

ამ ინფორმაციას გუშინვე გამოეხმაურა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“, რომელიც აცხადებს, რომ ჭუბერში განვითარებულ სტიქიურ პროცესებს ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]