weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა

10:25 შაბათი, 07 ივლისი 2018

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.

„მინდა დავაფიქსირო სრული მზაობა იმ კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის, რასაც ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. პრეზიდენტის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, მზად ვარ წარმოვადგინო მთავრობის განახლებული შემადგენლობა და ის სამთავრობო პროგრამა, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ აჭარის რეგიონში. ჩვენი მიზანია აჭარის რეგიონში ხარისხობრივი და თვისობრივი ცვლილებების მოხდენა. ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც კანონმდებლობიდან გამომდინარე იმოქმედებს იმ მოტივით, რომ რეგიონში არ შეიქმნას რაიმე სახის კრიზისი და შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური კონსენსუსი იქნება მიღწეული“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პარტიებთან კონსულტაციებს გამართავს. კონსულტაციების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი შერჩეულ კანდიდატურას გადაუგზავნის საქართველოს მთავრობას წინასწარი თანხმობის მისაღებად. შემდეგ კი პრეზიდენტი აღნიშნულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

გიორგი მარგველაშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციებს ნატო-ს სამიტის შემდეგ, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე დაიწყებს. ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს ბრიუსელში გაიმართება.

29 წლის თორნიკე რიჟვაძე 2017 წლის დეკემბრიდან საქართველოს ენერგეტიკის ფონდის დირექტორია. 2017 ივლისიდან დეკემბრამდე იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; 2013-2017 წლებში შპს „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ ჯერ იურიდიული მრჩევლის, შემდეგ კი იურიდიული დირექტორის თანამდებობას იკავებდა; 2014-2016 წლებში თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 4 ივლისს ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან გადადგა. პატარაძემ თანამდებობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ დატოვა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]