შეხვედრა უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ სამი ფრაქციის წევრებთან მიმდინარეობს. უმრავლესობის შემდეგ კონსულტაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციასთან, შემდეგ კი „ევროპული საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსისა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლებთან გაიმართება.
კონსულტაციების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი შერჩეულ კანდიდატურას გადაუგზავნის საქართველოს მთავრობას წინასწარი თანხმობის მისაღებად. შემდეგ კი პრეზიდენტი აღნიშნულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა. 6 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ ამ თანამდებობაზე ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა.
მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობასაც“. პარტიის წარმომადგენლები კანდიდატის ვინაობას პრეზიდენტთან კონსულტაციამდე არ ასახელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ის პარტიის ერთ-ერთი ლიდერია.