weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ქუმსიშვილი და ალავიძე პროკურატურაში გამოკითხეს

17:15 სამშაბათი, 17 ივლისი 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ალავიძე და ქუმსიშვილი ეკონომიკის სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ. 

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება. 

ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მარტის ბოლომდე იკავებდა. ალავიძე 30 მარტს გადადგა, რის შემდეგაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უწყების ხელმძღვანელად მაია ცქიტიშვილი დანიშნა.

რაც შეეხება დიმიტრი ქუმსიშვილს, მას უფლებამოსილება გიორგი კვირიკაშვილის გადადგომისთანავე შეუწყდა. ახალ პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში მინისტრის თანამდებობაზე ქუმსიშვილის კანდიდატურა აღარ წარუდგენია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]