weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტისგან განმარტებას და ბოდიშს ითხოვს

13:41 ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018
ფოტოზე ელგუჯა ბაგრატიონი ფოტოზე ელგუჯა ბაგრატიონი

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძის წარდგენასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოეხმაურა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, გაუგებარია რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის შერჩევისას.

ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, პრეზიდენტი მზად იყო წარედგინა ნეიტრალური პოლიტიკური ლიდერი, თუ ის დასახელებული იქნებოდა რეგიონის საზოგადოებისა და უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ.

„ჩვენ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დავაყენეთ რეგიონის ინტერესები და წარვუდგინეთ საზოგადოების მიერ დასახელებული გამოცდილი და წონიანი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი, მის კანდიდატურას მხარი დაუჭრეს სხვა პარტიებმაც. გუშინ ჩვენ ვნახეთ როგორ უსუსურად გამოიყურებოდა პრეზიდენტი, რომელიც შეაშინა ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის განცხადებებმა, მან საზოგადოებას არ აუხსნა რატომ დაასახელა სახელისუფლებო კანდიდატი, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოს და მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა.

„ერთადერთი რაც განმარტა ეს იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავდა უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში, ისმება კითხვა - აქამდე არ იცოდა, რომ სახელისუფლებო პარტიას უმრავლესობა ჰყავდა უმაღლეს საბჭოში? რატომ გაწელა მოლაპარაკებები და იმ დღესვე არ დაასახელა კანდიდატი? რას ემსახურებოდა ეს გაუგებარი პროცესი, რომელიც წამოიწყო რეგიონში? მოვითხოვთ, პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადოს რეგიონის მოსახლეობას. ასევე გაკეთდეს მკაფიო განმარტებები: რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა კანდიდატის შერჩევისას; შეასრულა თუ არა ივანიშვილის დავალება ამ გადაწყვეტილებით; რა გარიგება შედგა ივანიშვილსა და პრეზიდენტს შორის“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

გუშინ გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი, თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.

„გავიაზრეთ რა ორივე კანდიდატურის პოზიცია და წარმომდგენი ძალების პოზიცია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ბატონ თორნიკე რიჟვაძეს წარმოადგენს პარტია, რომელიც უმრავლესობას ფლობს აჭარის უმაღლეს საბჭოში, მის წარდგენას გააჩნია თავისი ლოგიკა და მე ავარჩიე ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა“, - განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]