weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩემი კარიერის მანძილზე გადაცდომა არ მქონია

01:43 პარასკევი, 20 ივლისი 2018

საქართველოს ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავარ პროკურატურაში მისი გამოკითხვა შესყიდვებისა და ტენდერების საკითხს არ უკავშირდებოდა. ამ თემაზე მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ ისაუბრა.

„აქამდე ვერცერთ გადაცემაში ვერცერთი კონკრეტული ფაქტი ვერ მოვისმინე და მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ვერც მოვისმენ იმიტომ, რომ ასეთი ფაქტი არ არსებობს. თუ გადაცდომა იქნება მე, ისევე როგორც სხვა, სრულად ვაგებ პასუხს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მე ჩემი კარიერის მანძილზე არ მქონია არანაირი გადაცდომა. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემ თავში და იმ სიმართლეში, რომელიც გამაჩნია.

ეს იყო ჩვეულებრივი გამოკითხვა, სადაც დავაფიქსირე პოზიციები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. მე არ ვარ დაკავშირებული არანაირ შესყიდვებთან, არანაირ ტენდერებთან და ამასთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა საუბარი. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ახლა ვერ ვასახელებ, იყო საკითხი, რომელიც ჩვენ თვითონ გადავაგზავნეთ პროკურატურაში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, მას დასამალი არაფერი აქვს და თუ პროკურატურიდან კიდევ დაუკავშირდებიან, ამის შესახებ საჯაროდ იტყვის.

„ალბათ ჩემი შეცდომა იყო ის, რომ პროკურატურაში ჩემი პირველი მისვლა არ გავასაჯაროე. მე დასამალი არაფერი არ მაქვს და მინდა დაგპირდეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ნებისმიერი კომუნიკაცია პროკურატურის მხრიდან, მე თვითონ გავაცნობ საზოგადოებას და ვიტყვი, რომ „მეგობრებო, ხვალ მივდივარ პროკურატურაში“ და რომ გამოვალ იქიდან, თუ ასეთი მისვლა მოხდა, რისი თქმის უფლებაც მექნება, იმასაც გაგაცნობთ“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]