weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

ანატოლი ბიბილოვი სირიაში ვიზიტისთვის ემზადება

02:19 შაბათი, 21 ივლისი 2018

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი უახლოეს მომავალში სირიაში ვიზიტს გეგმავს. საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად 20 ივლისს დამასკოში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი გაემგზავრა.

„მედოევი თან ახლავს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ჯგუფს, რომელიც დამასკოში ანატოლი ბიბილოვის ოფიციალური ვიზიტის მოსამზადებლად გაემგზავრა. ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება“, - განაცხადეს ე.წ. საგარეო უწყების პრესსამსახურში.

სირიის ხელისუფლებამ, რომლსაც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად, ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები ამ ქმედებების საპასუხოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]