weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა

21:33 შაბათი, 21 ივლისი 2018

აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა.

თორნიკე რიჟვაძეს და მის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს უმაღლესი საბჭოს 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი კი წინააღმდეგი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, ხოლო „ევროპული საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები სხდომას არ ესწრებოდნენ.

თორნიკე რიჟვაძის მიერ დაკომპლექტებულ მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე იქნება, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ტიტე აროშიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - ინგა შამილიშვილი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.

29 წლის თორნიკე რიჟვაძე დღემდე ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად მუშაობდა. ასევე იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორად კი 2017 წლის 26 დეკემბერს დაინიშნა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 4 ივლისს ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან გადადგა. პატარაძემ თანამდებობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ დატოვა. 

აჭარის მთავრობის შემადგენლობა / ფოტო © აჭარის უმაღლესი საბჭო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]