weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სოზარ სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულებას უხელმძღვანელებს

11:46 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყო რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა რეგიონული მართვის სამსახური, რომელსაც ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„ამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვანახა გამოცდილებამ. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონალური პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით.

მე არაერთხელ განვაცხადე, რომ სამწუხაროდ, დღემდე არსებული რეგიონალური მართვის სისტემა ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონებში და ზოგადად რეგიონალურ მმართველობაში. თქვენ იცით, რომ ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია სწორედ რეგიონებში, ახალი პროექტების განხორციელებისკენ, იმისკენ რომ ჩვენ რეგიონებში შევძლოთ ხარისხობრივად ცხოვრების დონის გაუმჯობესება.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული სამსახური იყოს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ, რომ ჩვენ გვქონდეს უკუკავშირი და პირდაპირი კავშირი საზოგადოებასთან უფრო ეფექტურად და დარწმუნებული ვარ, სოზარი ამ მიმართულებაში ძალიან დაგვეხმარება“, - აღნიშნა ბახტაძემ.

დღესვე პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]