weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაგვიბრუნეთ ჩვენი მერი - მარნეულის მერის მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან

15:17 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018
ფოტო: ქვემო ქართლის ტელევიზია ფოტო: ქვემო ქართლის ტელევიზია

„დაგვიბრუნეთ ჩვენი მერი“, „თავისუფლება თემურ აბაზოვს“ - ამ მოთხოვნებით რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლო თემურ აბაზოვისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას იხილავს. აბაზოვს პატიმრობა აქვს შეფარდებული, ადვოკატები კი მის გათავისუფლებას ითხოვენ 40 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ. პროკურატურა აბაზოვის გირაოთი გათავისუფლებას არ ეთანხმება.

მარნეულის მერის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 აგვისტოს იყო ჩანიშნული, პროკურატურა აღნიშნული ვადის 20 სექტემბრამდე გაგრძელებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ წინასასამართლო სხდომის დრო ერთი თვით გაახანგრძლივა და 6 სექტემბერს ჩანიშნა.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, 37 წლის თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა. მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ალახვერდიევს, რომელმაც 10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე მარნეულის მერის თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, მარნეულში დაბრუნების შემდეგ, მერმა მას საჯარო ბოდიში მოახდევინა, ცემა, აიძულა ჭიქაში მოეშარდა და სახე საკუთარი შარდით მოებანა. დამამცირებელი და ღირსების შემლახველი ქმედება გადაიღეს და ვიდეო სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.

თემურ აბაზოვს ბრალი მოქალაქე ელჩინ ა-ს მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ედება. აბაზოვი ბრალს არ აღიარებს.

მერთან ერთად ელჩინ ა-ს საქმეზე კიდევ სამი პირია ბრალდებული. რუსთავის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის წევრს პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“, აზერ სულეიმანოვს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს პარტია „ქართული ოცნებიდან“, რამინ ალახვერდიევს და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის ნათესავს, ე.გ-ს ოთხ-ოთხი ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]