weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩნდა დარგის ექსპერტებზე უფრო მაღალი ექსპერტიზა - სერგეენკო

13:28 ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კოშმარულ სიზმარშიც არ სურს, საოპერაციოში მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ექიმის წარმოდგენა.

„ჩემი, როგორც ექიმის პოზიცია ასეთია, რომ ჩემდა გასაოცრად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩნდა უფრო მაღალი ექსპერტიზა ამ დარგის, ვიდრე ამ დარგის ექსპერტებს, რომლებსაც დღესაც არ აქვს შეჯერებული პოზიცია და მიმდინარეობს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსია. საკონსტიტუციო სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო. მე არ მაქვს უფლება, რომ დავიწყო კრიტიკა, თუმცა ჩემი პოზიციაა არის ის, რომ კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი“, - განაცხადა სერგეენკომ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 30 ივლისს დააკმაყოფილა ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მცირე ოდენობით მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს. სანქციის ზომა შეადგენს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოს 1-დან 6 თვემდე ვადით.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითადი უფლებით დაცულ ქმედებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]