weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლიეტუვამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესულ პირებზე შეზღუდვები დააწესა

17:39 ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018
ფოტოზე ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ფოტოზე ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შესულ პირებზე შეზღუდვები დააწესა. საუბარია პირებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებში მონაწილეობდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეზოლუციისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე მან მიმართა ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტს, რათა ლიეტუვის რესპუბლიკამ ზემოაღნიშნულ სიაში დაფიქსირებულ პირებზე შეზღუდვები გაავრცელოს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2018 წლის აგვისტოში სრულდება 10 წელი რუსეთის აგრესიიდან საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა და საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია. განცხადებაში დაფიქსირებულია, რომ დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებს, ხოლო ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებს ხელს უშლიან სამართლის დადგენაში. ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა გატაცებების, მკვლელობების და ადამიანის უფლებების დარღევევის ფაქტები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასებულია, როგორც ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ნორმათა დარღვევად.

ლიეტუვა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შექმნას ყველა სათანადო პირობა სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და ყველა არასამართლებრივი ქმედების აღმოსაფხვრელად.

საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია 21 მარტს მიიღო. სიაში 33 კაცია შეყვანილი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. სიის გამოქვეყნების შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაადანაშაულა დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებაში, რომელსაც შეუძლია მთლიანად დაანგრიოს ჟენევის დისკუსიის მუშაობა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, პეტრე გასიევმა კი განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი საკუთარ სასანქციო სიას ამზადებს და მას წლის ბოლომდე მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]