„უკვე გიპასუხეთ. გადაახვიეთ და მოუსმინეთ. ჩემი აზრი უკვე ვთქვი და ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი. მე ვთქვი, რომ ჩემთვის, ქალი პრეზიდენტისთვის, სრულად შესატყვისია ორბელიანების სასახლე. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ასეთი ტიპის სასახლეში. მეორე, მე ისიც ვთქვი, რომ ჩემს სახლში ვიცხოვრებ, ჩემი სახლიდან ფეხით ვივლი და ესეც პრეზიდენტობის ახალი ფორმაა. მზად ვარ ყველაფერი გავიმეორო, მაგრამ ეს უკვე ნათქვამი მაქვს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. როგორც მან განაცხადა, არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, თუმცა იმედი აქვს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს.