weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გიორგი გახარია სამეგრელოში მერებს - არავინ მოითმენს, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები

10:49 ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018

არავინ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და აქ არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში, სადაც რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია წარუდგინა.

რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, გახარიამ ასევე თქვა, რომ სამეგრელოს, კონკრეტულად კი ზუგდიდს, მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

„ყველაფერთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რეგიონის აუცილებლობა, იყოს სამაგალითო, ასევე განპირობებულია იმ „საზღვრით“, რომელიც გვერდით არის. გვახსოვდეს, რომ ვალდებულები ვართ, აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები. ერთმნიშვნელოვნად უნდა იცოდეთ, რომ ამ რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობის ზომა იქნება ერთნაირი. სამართლიანობა იქნება ძირითადი კრიტერიუმი. ბოლოს და ბოლოს ამ რეგიონში თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხალხზე ზრუნავს. ეს იქნება ძირითადი მოთხოვნა ახალი გუბერნატორის და სახელმწიფოს თითოეული წარმომადგენლის მიმართ“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ალექსანდრე მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20 აგვისტოს დანიშნა. მანამდე მოწერელია „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე იყო. მამუკა ბახტაძის თქმით, ახალ გუბერნატორს სოფლის მეურნეობაში ძალიან საინტერესო ბიზნეს პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვს და რეგიონში ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდაში თავისი წვლილის შეტანას შეძლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]