„როგორ სძინავს ღამე საქართველოს ე.წ. მთავრობას, რომელმაც პუტინის შიშით პატივი არ სცა საქართველოს ყველაზე დიდ ლობისტს ამერიკიდან, არ ჩამოვიდა და გამოგზავნეს მესამე-მეოთხეხარისხოვანი დელეგაცია. როგორ სძინავთ და როგორ აპირებენ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას სამომავლოდ, მეგობრების ძიებას, ძალიან მაინტერესებს. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი სირცხვილი ჭამა“, – აღნიშნა ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
ამერიკელი სენატორის და საქართველოს ეროვნული გმირის ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოდან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები არ ესწრებიან. ქართული დელეგაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შემადგენლობით არის წარმოდგენილი.
ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. რესპუბლიკელ სენატორს 2 სექტემბერს, მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში დაკრძალავენ.