weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს ე.წ. მთავრობამ პუტინის შიშით პატივი არ სცა სენატორ მაკკეინს – ნათელაშვილი

15:04 შაბათი, 01 სექტემბერი 2018

„ჩვენგან წავიდა მეოცე საუკუნის მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე სახელოვანი უკანასკნელი მოჰიკანი, სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც საქართველოს ფარი და ხმალი იყო აგრესორებთან და ოკუპანტებთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ დროს აქ არჩამოსვლა წარმოუდგენლად მიმაჩნია“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიიდან“ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა ვაშინგტონში, სადაც სენატორ ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივი მიაგო.

„როგორ სძინავს ღამე საქართველოს ე.წ. მთავრობას, რომელმაც პუტინის შიშით პატივი არ სცა საქართველოს ყველაზე დიდ ლობისტს ამერიკიდან, არ ჩამოვიდა და გამოგზავნეს მესამე-მეოთხეხარისხოვანი დელეგაცია. როგორ სძინავთ და როგორ აპირებენ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას სამომავლოდ, მეგობრების ძიებას, ძალიან მაინტერესებს. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი სირცხვილი ჭამა“, – აღნიშნა ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

ამერიკელი სენატორის და საქართველოს ეროვნული გმირის ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოდან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები არ ესწრებიან. ქართული დელეგაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შემადგენლობით არის წარმოდგენილი.

ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. რესპუბლიკელ სენატორს 2 სექტემბერს, მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში დაკრძალავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]