weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოკუპაციის კანონი იაფფასიანი საბჭოთა პროვინციალიზმია – რუსი პოლიტოლოგი

19:57 სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018

თბილისში, რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე მედიაფორუმის ერთ-ერთი მონაწილე, რუსი პოლიტოლოგი ალექსეი მალაშენკო „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს იაფასიან საბჭოთა პროვინციალიზმს უწოდებს. მალაშენკომ ეს შეფასება ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო საქართველოს საზღვრიდან რუსული დელეგაციის სამი წევრის გაბრუნებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ეს იაფფასიანი საბჭოთა პროვინციალიზმია. გახსოვთ სამოციან წლებში კომუნალური საცხოვრებლები? მართლა მგონია, რომ თქვენთან საბჭოთა ხელისუფლება დარჩა. ხალხი არ შემოუშვეს. ეს არის საბჭოთა აქანდაზის პრინციპი და სხვა არაფერი. სოხუმში ბაბუაჩემია დასაფლავებული. რამდენჯერაც წასვლა მომინდება, უნდა ვიკითხო? იქ, ალბათ, 20-30-ჯერ ვარ ნამყოფი“, - განაცხადა მალაშენკომ თბილისის აეროპორტში.

დღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, საქართველოში რუსული დელეგაციის წევრები – ალექსეი ტოკარევი, ვიქტორ ლიტოვკინი და გენადი ბორდიუგოვი არ შემოუშვეს. ისინი მედიაფორუმზე მომხსენებლები უნდა ყოფილიყვნენ.

საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი 2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მიიღო. კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა დასაშვებია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში გორის მუნიციპალიტეტიდან. კანონის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]