weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იყო შემოთავაზება, რომ ტელეკომპანია „იბერია“ დაგვეთმო - ნატო ჩხეიძე

16:09 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

„ამ ბოლო დროს, ხელისუფლების მხრიდან იყო შემოთავაზება - თუ გინდათ მოგვარდეს ფინანსური პრობლემები, დათმეთ ტელეკომპანია. მითითება იყო უმაღლეს სახელისუფლებლო თუ პარტიულ პირებზე. მინიშნებით იყო ნათქვამი, რომ „იბერია“ „რუსთავი 2“-ზე უარესია“, - განაცხადა ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელმა, პარლამენტის წევრმა ნატო ჩხეიძემ.

მისივე თქმით, „კომპანია „ომეგა ჯგუფი“ ორი წელია ფინანსური პრობლემების წინაშე დგას და ეს პრობლემებიც ხელოვნურად არის შექმნილი.

ნატო ჩხეიძემ უარი თქვა განემარტა ვისგან და როდის იყო შეთავაზება ტელეკომპანიის დათმობაზე - „მხოლოდ უცხოურ სასამართლოში ვიტყვი იმას, რაც ვიცი და ბევრი ვიცი“.

ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით, ტელევიზია საგანგებო რეჟიმში მუშაობს და დახურვის საფრთხის წინაშე დგას. ტელეკომპანიის ინფორმაციით, საგადასახადო ორგანოების მიერ პარალიზებულია კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც ტელეკომპანია შედის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]