weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ნაციონალური მოძრაობა“ ამზადებს იმ აქციებს, რომელიც ორშაბათიდან უნდა დაიწყოს - კობახიძე

22:26 შაბათი, 08 სექტემბერი 2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ დაანონსებული აქციები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მზადდება.

„ამ აქციების ერთი რაუნდი ჩვენ ვიხილეთ. პირველ დღეს რეალური ემოციური ფონი, რეალური მუხტი იყო საზოგადოებაში, თუმცა შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზარდა პოლიტიკურ აქციებში და დღესაც ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამზადებს იმ აქციებს, რომელიც ორშაბათიდან უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ვერცერთი აქცია წარმატებული ვერ იქნება.  

„ამ საქმესთან დაკავშირებით ჭეშმარიტების დადგენის სურვილი თითოეულ ჩვენგანს აქვს, მაგრამ რაც შეეხება ამ აქციების პოლიტიკურ ფონს, ეს ყველასთვის ნათელია. ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვნახეთ ნიკა გვარამიას გაფითრებული სახე და კიდევ ერთხელ ვნახავთ ამ სახეს უახლოეს მომავალში. ჩვენთვის მთავარია ჭეშმარიტების დადგენა, მაგრამ აშკარად არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ამას ხელს უშლიან. ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ გამოძიების კვალდაკვალ მაინც მოხერხდება ამ საქმისთვის სრულად ნათელის მოფენა“, - აღნიშნა კობახიძემ.

ზაზა სარალიძემ ორი დღის წინ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ 10 სექტემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს.

„ამ გამოძიებას გააგრძელებს სხვა ხელისუფლება, რადგან მმართველი გუნდი მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და ამ გამოძიებას. 10 სექტემბრიდან დაიწყება აქციები და იქ კონკრეტული მოთხოვნები იქნება. სამარცხვინოა მათი ეს დასკვნა“, - განაცხადა სარალიძემ.

აქციებს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდება. ისიც მიიჩნევს, რომ მისი შვილის საქმეზე არსებულ კითხვებზე პასუხის ამ ხელისუფლების პირობებში ვერ მიიღებს.

 

ამ თემაზე:

მაჩალიკაშვილი და სარალიძე 10 სექტემბრიდან აქციების გამართვას გეგმავენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]